29 ივლისს მონღოლეთის დედაქალაქ ულან–ბატორში ფიდეს ვერსიით ქალთა გრან–პრის სერიის მეხუთე ეტაპის საზეიმო გახსნის ცერემონიალი გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ მონღოლეთი დიდი საჭადრაკო ტრადიციებით არ გამოირჩევა და მსგავსი მასშტაბის ღონისძიებაც პირველად ტარდება. ქვეყნის საჭადრაკო ფედერაციაში მხოლოდ 3 დიდოსტატია: 2 ვაჟი და 1 ქალი (გრან–პრის მონაწილე ბახტიაგ მონგოთული) გაერთიანებული.
ტურნირს გახსნის დღეს ფიდეს პრეზიდენტ კირსან ილუმჟინოვის მონაწილეობით, საძირკველი ჩაუყარეს საჭადრაკო აკადემიის შენობას.
პირველ ტურში მეხუთე ეტაპის ერთადერთი ქართველი მონაწილე მსოფლიოს ექს–ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე მასპინძელთა წარმომადგენელს თეთრი ფიგურებით დაუპირისპირდება.
|