თბილისის ნონა
გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში დასრულებულ საქართველოსპირველობაზე 1–2 ადგილები 13 შესაძლებლობიდან 9 ქულით გაინაწილეს მერაბ გაგუნაშვილმა და თამაზ გელაშვილმა.
ჩემპიონის ვინაობა 25
იანვარს დამატებითმა თაი–ბრეიქმა გაარკვია. ძირითადი ორი25 –წუთიანი პარტია ყაიმით
დასრულდა.დამატებითი ორი 5– წუთიანი პარტიისგან შემდგარიმატჩიგაგუნაშვილის გამარჯვებით დასრულდა და პირველად მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის
ტიტული.
მესამე საპრიზო ადგილზე
8,5 ქულით დავიდ არუთინიანი გავიდა.
დამატებითი შეხვედრები
გაიმართა საპრიზო 4–5ადგილების
გამოსავლენად კოკა შანავასდა გაიოზ
ნიგალიძეს შორის. 25 –წუთიან პარტიებში თითო გამარჯვება მოიპოვეს
მოჭადრაკეებმა. დამატებითი ორი 5– წუთიანი
პარტიისგან შემდგარიმატჩიკ. შანავას გამარჯვებით დასრულდა.
ტურნირის დებულების
თანახმად, პირველ ორ ადგილზე გასულ მოჭადრაკეებსქვეყნის ოლიმპიურ ნაკრებში
მოვიწვევთ. პირველ სამ ადგილზე გასულები დაფინანსდებიან ევროპის ვაჟთა ინდივიდუალურ
ჩემპიონატზე რომელიც5 მარტსხორვატიის ქალაქ რიეკაში აიღებსსტარტს.
აღსანიშნავია, რომ
ჩემპიონატის ორმა მონაწილემ: გაიოზ ნიგალიძემ და ლუკა პაიჭაძემ საერთაშორისო
დიდოსტატის ნორმატივი შეასრულა.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის
საქმეთა დეპარტამენტის მიერ ჩემპიონატში
დაწესებული იყო საპრიზო ფონდი: