საბერძნეთის ქალაქ სალონიკში დასრულებულ ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე
შესანიშნავად იასპარეზეს ქ.ქუთაისის 21–ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.
ევროპის ჩემპიონატი 4 ასაკობრივ კატეგორიაში (11,13,15 და 17 წლ. )
მოჭადრაკეთა შორის ჩატარდა და მასში 15 ქვეყნის 1000–მდე ნორჩი სპორტსმენი მონაწილეობდა.
ყველაზე პრესტიჟულ 17წლამდე
ასაკის ჭაბუკთა შორის 9–დან 8,5 ქულით გამარჯვება მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურთან ერთად საქართველოს მრავალგზის
ჩემპიონმა, მსოფლიოს ახალგაზრდული ოლიმპიადის ოქროს მედლის მფლობელმა ზურაბ
ჯავახაძემ, ხოლო გიგა დარსაველიძე 6 ქულით ბრინჯაოს მედალს დაეპატრონა.
ამავე ასაკის გოგონათა შორის მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა მსოფლიოსა
და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი თანატოლებს შორის, საერთაშორისო ოსტატი მერი
არაბიძე.
15 წლიან გოგონათა შორის საუკეთესო იყო საქართველოს მრავალგზის
ჩემპიონი ანა შამათავა.
15 წლიან ჭაბუკებში 5,5 ქულით მე–5 ადგილზე გავიდა გიორგი დანგაძე.
13 წლიან გოგონებში მარიამ წულაიამ 3,5 ქულა დააგროვა, ხოლო ბიჭებში
მოასპარეზე ვახტანგ ჩაჩხიანმა 4 ქულით დაასრულა ჩემპიონატი .