ბოლო ტურის წინ გოგონებმა მართლაც, რომ არ
დაინდეს ერთმანეთი... სამივე ლიდერმა გაიმარჯვა, აღსანიშნავია, რომ ლიდერების
მსგავსი მაღალი შედეგი და დამაჯერებელი წინსვლა კარგა ხანია არ დაფიქსირებულა
საქართველოს ჩემპიონატებზე.
დასკვნითი ტურის წინ 9 ქულით პირველობას ნინო
ხურციძე და სალომე მელია ინაწილებენ. ნახევარი ქულით ნაკლები აქვს მაია
ლომინეიშვილს.
ამ, სამეულმა ერთი ტურით ადრე მოიპოვა
ევროპის ჩემპიონატის (5–19 მარტი, რიეკა, ხორვატია)საგზურები.