კლასიკურ ჭადრაკში ტურნირის დასრუელბის შემდგომ, გაიმართა შეჯიბრი ელვისებურ ჭადრაკში. სადაც, პირველობა არავის დაუთმო არუთინიანმა. მან, 11-დან 9 ქულით ერთპიროვნულად გაიმარჯვა
... კითხვის გაგრძელება »
ყაიმით დასრულდა გოგონათა ჩემპიონატში, ლიდერების: ანა შამათავას და ლიკა კობეშავიძის შეხვედრა. ლიდერების ყაიმით ისარგებლა თეკლა მაჭარაშვილმა, შავი ფიგურებით ნატო იმნაძე დაამარცხა და ლიდერებსაც დაეწია.
მეექვსე ტურში ინტერესს იწვევს კობეშავიძე - მაჭარაშვილი და უნაფქოშვილი - შამათავას შეხვედრა.
ჭაბუკებში გამარჯვებათა სერიას აგრძელებს ირაკლი ბერაძე, მეხუთე ტურში მისი მორიგი მსხვერპლი გიგლა ბენიძე გახდა. მომდევნო ტურში ბერაძე შავი ფიგურებით შალვა ნადირაშვილს შეხვდება.