ფოთში დასრულებულ საქართველოს ჩემპიონატზე დამაჯერებლად მოიპოვეს ჩემპიონის ტიტული ირაკლი ბერაძემ და ნანი უნაფქოშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ნანი 20 წლიან მოჭადრაკეთა შორისაც ქვეყნის ჩემპიონია!
ორივე მოჭადრაკემ საბერძნეთის ქალაქ ჰალკიდიკში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის საგზრი მოიპოვა.
ვერცხლის მედალს და ევროპის ჩემპიონატის საგზურებს მარიამ დანელია და ნიკა ვოლკოვი დაეპატრონენ.
მესამე ადგილზე ნოდარ ლორთქიფანიძე და მასპინძელთა წარმომადგენელი ნინო ანაკიძე გავიდნენ.
http://chesspoti.ge/