საქართველოს სახელით მოასპარეზე საერთაშორისო დიდოსტატმა გიორგი ბაღათუროვმა 9–დან 8 ქულით I-II ადგილები გაინაწილა საბერძნეთის ნიკეაში დასრულებულ 17th International Chess Tournament "Honour to National Resistance".
დამატებითი მაჩვენებლებით პირველ ადგილზე საბერძნეთის წარმომადგენელი იოანის ნიკოლაიდისი გავიდა. აღსანიშნავია, რომ ნიკოლიდისი ქართული საჭადრაკო სკოლის აღსაზრდელია და თავის დროზე იანის პოპოვის სახელით ასპარეზობდა.