1 სექტემბერს ჩინეთის ქალაქ ნინგბოში სტარტს აიღებს მსოფლიოს ქალთა გუნდური ჩემპიონატის ფინალი . მონაწილეობენ - კონტინენტების გამარჯვებულები და ოლიმპიადის ჩემპიონი საქართველოს ნაკრები.
პირველობა წრიული სისტემით ჩატარდება და ერთმანეთს ,მსოფლიოს 10 უძლიერესი ქალთა გუნდი დაუპირისპირდება.
1.ჩინეთი -1 2490
2.საქართველო 2474
3.რუსეთი 2471
4.უკრაინა 2444
5.ინდოეთი 2390
6.პოლონეთი 2378
7.სომხეთი 2372
8.ამერიკა 2372
9.ჩინეთი - 2 2356
10.ვიეტნამი 2177
ქვეყნის ღირსებას დაიცავს 2008 წლის დრეზდენის საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული გუნდი:
მაია ჩიბურდანიძე, ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, მაია ლომინეიშვილი და სოფიკო ხუხაშვილი.
გუნდის კაპიტანი : ნინო გურიელი
მწვრთნელები: ზურაბ სტურუა და დავიდ არუთინიანი.
ჩემპიონატზე თამაშები გაიმართება შემდეგი დროის კონტროლით:
90 წუთი პირველ 40 სვლაზე, შემდეგ კი 30 წუთი პარტიის ბოლომდე,
პირველივე სვლიდან ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.
ganrigi
ტური |
თარიღი |
საათი |
ჩამოსვლა |
1 სექტემბერი |
16.00 |
კაპიტნების შეხვედრა |
1 სექტემბერი |
16.00 |
გახსნა |
1 სექტემბერი |
16.00 |
I ტური |
2 სექტემბერი |
14.00 |
II ტური |
3 სექტემბერი |
14.00 |
III ტური |
4 სექტემბერი |
14.00 |
IV ტური |
5 სექტემბერი |
14.00 |
V ტური |
6 სექტემბერი |
14.00 |
დასვენება |
7 სექტემბერი |
|
VI ტური |
8 სექტემბერი |
14.00 |
VII ტური |
9 სექტემბერი |
14.00 |
VIII ტური |
10 სექტემბერი |
14.00 |
IX ტური |
11 სექტემბერი |
09.00 |
დახურვა |
11 სექტემბერი |
18.00 |
გამგზავრება |
12 სექტემბერი |
12.00-mde |
მსოფლიოს ქალთა გუნდური ჩემპიონატის პარალელურად იტალიის სან ჯორჯიოში გაიმართება ევროპის ახალგაზრდული (10,12,14,16,18წწ.) ჩემპიონატი გოგონათა და ჭაბუკთა შორის.
ტურნირი შვეიცარული სისტემით 9 ტურად ჩატარდება; დროის კონტროლი: 90 წუთი მთელ პარტიაზე 30 წამიანი დამატებით თითოეულ სვლაზე.
საქართველოს სახელით იასპარეზებენ:
ნაზი პაიკიძე,მერი არაბიძე,ნოდარ ლორთქიფანიძე,ლუკა პაიჭაძე, ქეთი წაწალაშვილი,ზურაბ ჯავახაძე, მარიამ დანელია,ნიკა ქუმსიაშვილი,ნატო იმნაძე,გიორგი სიბაშვილი,ადა ქაქუთია,ალექსანდრე ურდულაშვილი და ნინო დახუნდარიძე.
2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მოჭადრაკეებმა 2 ოქროს მედალი მოიპოვეს: 16წ.- ნაზი პაიკიძემ ;14წ.- მერი არაბიძემ.
|