10 აგვისტოდან ქ.ქუთაისში საწვრთნელ შეკრებას გაივლიან ევროპის ასაკობრივი (10,12,14,16 და 18წწ.) ჩემპიონატის საგზურების მფლობელი მოჭადრაკეები.
ნორჩ მოჭადრაკეებს ჩემპიონატისათვის საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხვიჩა სუპატაშვილი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელები: დავით გურგენიძე და ალექსანდრე არსენიძე მოამზადებენ.
ევროპის პირველობაზე საქართველოს ღირსებას დაიცავენ:
10 წლამდე:
ალექსანდრე ურდულაშვილი (თბილისი)
ნინო დახუნდარიძე (ქუთაისი)
12 წ.
გიორგი სიბაშვილი (თბილისი)
ადა ქაქუთია (ფოთი)
14წ.
ნიკოლოზ ქუმსიაშვილი (თბილისი)
ნატო იმნაძე (თბილისი)
16წ.
ზურაბ ჯავახაძე (ქუთაისი)
ნოდარ ლორთქიფანიძე (ბათუმი)
მარიამ დანელია (თბილისი)
მერი არაბიძე (ქუთაისი)
18წ.
ლუკა პაიჭაძე (რუსთავი)
ქეთი წაწალაშვილი (თელავი)
ჩემპიონატი 31 აგვისტოს აიღებს სტარტს იტალიის სან ჯორჯიოში.
|