კატალონიის ლა პობლა დე ლილეტში მიმდინარე ღია შეჯიბრზე 5 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს სათავეში საერთაშორისო დიდოსტატი ანა მათნაძე უდგას!
5 ტურის შემდეგ 4,5 ქულა 3 მონაწილემ დააგროვა და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად ნაწილდებიან:
1. ანა მათნაძე (საქართველო,2416)
2.დანი მარტინესი (კუბა,2507)
3.ჰაიმე ქუართასი (კოლუმბია,2497).
ლიდერებს ქულით ჩამორჩება მეორე ქართველი მონაწილე სოფო გურამიშვილი.
VI ტურში მათნაძე შავი ფერებით ქუართასს დაუპირისპირდება, ხოლო გურამიშვილი თეთრებით ჯოზეფ კომპანოს დამარცხებას შეეცდება.
|