რუმინეთის დედაქალაქში დასრულებულ ქალთა წრიულ ტურნირში 9–დან 6 ქულით პირველობა არავის დაუთმო საქართველოს 2010 წლის
ჩემპიონმა ქალთა შორის სალომე მელიამ!
აღსანიშნავია, რომ სალომესთვის, ეს უკვე ზედიზედ მესამე გამარჯვებაა
ბოლო, 2 თვის განმავლობაში გამართულ ტურნირებზე და
ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი შემართებით გააგრძელებს ბრძოლას ხორვატიაში
დაგეგმილ ევროპის ქალთა ჩემპიონატზეც!
გამარჯვებულს ნახევარი
ქულით ჩამორჩა უკრაინელი მარია მუზიჩუკი. 5 ქულით მესამე ადგილზე რუმინელი
კორინა პეპტანი გავიდა.
ბელა ხოტენაშვილი 3 ქულით მეცხრე ადგილზე გავიდა.
http://www.chess-results.com/tnr30297.aspx?art=1&rd=9&lan=1&fed=GEO&turdet=YES&flag=30&m=-1&wi=1000
|