დასასრულს მიუახლოვდა საქართველოს ჩემპიონატი 8 და 12 ასაკობრივ კატეგორიებში.
დასკვნითი ტურის წინ 12 წლიან გოგონებში 8-დან 7,5 დამაჯერებლად ლიდერობს ნინო ჯალაღონია, ნახევარი ქულით ნაკლები აქვს ნინო დახუნდარიძეს, 6 ქულითთ მესამე ადგილზე თამარ ფაჩქურიძეა.
ამავე ასაკის ბიჭებში ირაკლი ახვლედიანი დაწინაურდა 7 ქულით. ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩება გიორგი ინანეიშვილი. 6 ქულით საპრიზო სამეულშია ლუკა ლიჩელი.
8 წლიანებში 7,5 ქულით ნიკოლოზ კაჭარავა ლიდერობს, 7 ქულით მეორე ადგილზე საბა ლომსაძეა.
გოგონებში ქულათა მაქსიმუმით (8-დან 8 ქულა!) თამარ ესაძე ლიდერობს.