ა)
ნ.ალექსანდრიამ, როგორც
მთავარმა მსაჯმა წარმოადგნა საკითხი საქართველოს მთავარმა მსაჯმაწარმოადგინა საკითხი საქართველოს ქალთა 67–ე
ჩემპიონატის ჩატარების შესახებ.
(ანგარიში თან ერთვის).
მან
აღნიშნა, რომ ტურნირი ძლიერი შემადგენლობის იყო. 14 მონაწილიდან 9 ს/დიდოსტატი და
5 ს/ოსტატი მონაწილეობდა.
მათ
შორის1 ს/დ და 1 ს/ო ვაჟთა შორის.
მან თქვა, რომ ტურნირის თბილისიდან გატანა და
ქუთაისში ჩატარება კარგი აზრი იყო, რამაც გამოაცოცხლა რეგიონი. იყო შესანიშნავი
პირობები, როგორც სათამაშო, ისე სასტუმრო. უწყვეტ რეჟიმში ემსახურებოდათემსახურებოდათ საქართველოში საუკეთესო კლინიკა.
აბსოლუტური
კომფორტის და ყოველმხრივ იდეალური პირობების შექმნი სათვისდიდი მადლობა გადაუხადა ფედერაციის პრეზიდენტს,
ტურნირის ორგანიზატორებს, ქუთაისის ხელმძღვანელობას, ალეკო არსენიძეს და კარგი
მსაჯობისათვის გია მენაბდეს.
ნ.ალექსანდრიამ
აღნიშნა, რომ მონაწილეებმა პრეტენზია გამოთქვეს დებულებაში ჩადებული 30 სვლამდე
ყაიმზე შეთანხმების აკრძალვის გამო და მხოლოდ ერთი დასვენების დღის გამო.ასევე არ
მოეწონათ ის საკითხი, რომ ტურნირის ორგანიზატორ ქალაქს მიეცა ერთი მონაწილის
დაშვების უფლება. მან თქვა, რომ ამ მოჭადრაკეებს შეეძლოთ მეტ კორექტულობა
გამოეჩინატ გამონათქვამებში გამგეობის წევრების მიმართ.
აზრიგამოთქვეს: ნ.გაფრინდაშვილმა – რატომ არ უნდა
ყოფილიყო 30 სვლამდე ყაიმის აკრძალვა, თუ კი სხვაგან არის?
თ.გიორგაძემ
–გაუგებარია რატომ არიან წინააღმდეგნი
მასპინძელ ქალაქს მიეცეს ერთი ადგილი? თუ იმ ქალაქში 50 ბავშვი მაინც
დაინტერესდება დამატებით ჭადრაკით?
კ. ჩიგოგიძემ - ფეხბურთში
მსოფლიო ჩემპიონატზე აძლევენ ერთ ადგილსმასპინძელ ქვეყანას.
ნ.ალექსანდრიამ
– ტურნირს ავადმყოფობის გამო გამოეთიშა 2 მონაწილე. ორივეს სამედიცინო ცნობა
წარმოდგენილია. მაგრამ ამან სერიოზული დაღი დაასვა ტურნირის შედეგებს.
მომავლისათვის გასათვალისწინებელია რა შეიძლება გაკეთდეს ამ მხრივ.ცნობა
საკმარისია თუ სხვა ზომა მივიღოთ.
ნ.გაფრინდაშვილმა – საპატიოდ უნდა ჩაითვალოს
ერთადერთი –თუ გულის შეტევა აქვს ან
სასწრაფო საოპერაციოა.
თ.გიორგაძემ
ეს სერიოზული საკითხია და ამაზე ცალკე უნდა ვიმსჯელოთ. ერთ–ერთი მომავალი
გამგეობისათვის მოვამზადოთ ეს საკითხი.
ნ.ალექსანდრიამ
–ჩემი აზრით ტურნირი ძალიან საინტერესო იყო და ნაკრების მთავარი მწვრთნელი
აუცილებლა დუნდა ესწრებოდეს მას. საქართველოს ჩემპიონი უნდა მოხვდეს გუნდში.
მწვრთნელმა და კაპიტანმა გუნდის წევრების ვინაობა წინასწარ არ უნდა გააჟღერონ.
ნ.გურიელმა
–არც გაჟღერებულა.
თ.გიორგაძემ
– კარგია რომ კარგად ჩატარდა. ცუდია რომ გაეთიშნენ. პირადად მე ვუსაყვედურე
ნ.ძაგნიძეს.
ნ.გურიელმა
–ტურნირს კარგად ჩატარება ჭადრაკის
პრესტიჟს ამაღლებს. რაც შეეხება 30 სვლამდე ყაიმს, ქალთა კომისიას დებულების
შედგენისას ეს პუნქტი არ მიგვიღია. მიმაჩნია, რომ ერთი დასვენების დღე ცოტაა, ორი
მაინც უნდა იყოს.
ნ.გაფრინდაშვილი
– არც ჩვენ გვქონდა დასვენების დღე, გადადებული პარტიები გვქონდა, ვაჟებში
ვთამაშობდით, მაგრამ ვუძლებდით. მართალია ტემპები ნაწილობრივ გამძაფრდა.
დ.გურგენიძე – ოპენში,
რომ არ არის დასვენების დღე ეგ სხვაა.
გ.გიორგაძე
– თანხებთან არის არის დაკავშირებული დღე ეგ სხვაა.
გ.გიორგაძემ –
ტანხებტან არის დაკავშირებული ზედმეტი დღე. კარგია, რომ ფილმი გადაიღეს ტურნირზე
და ისტორიაში შევა.
ნ.ალექსანდრია– თუ
სხვაგან გამძაფრდა სატურნირო პირობები, აქაც მძაფრი უნდა იყოს. უნდა შეეჩვიონ
დაძაბულ სატურნირო რიტმს. გრან–პრზე, ევროპაზე როგორაა? მაშინ აქ კომფორტის შექმნა
მათთვისვე არის ცუდი.
გ.გიორგაძემ – ვეთანხმები ქ–ნ ნ. ალექსანდრიას
და დიდ მადლობას ვუხდი ქ.ქუთასში ტურნირის ორგანიზატორესბ. ა.არსენიძემ დიდი შრომა
ჩადო. ტურნირის დახურვას ესწრებოდა აჭარის სპორტის მინისტრი დაპირობა დადო, რომ შემდეგში ბათუმიც ჩაატარებს
ანალოგიურ ტურნირს მაღალ დონეზე.
ა.იაშვილმა – უთუოდ შეასრულებს ამ პირობას,
მითუმეტეს სამი ბათუმელი თამაშობდაჩემპიონატში.
ზ.მიქაძემ, როგორც ტურნირის დირექტორმა
წარმოადგინა საკითხი საქართველოს ვაჟთა
69–ე ჩემპიონატის ჩატარების შესახებ. (ანგარიში თან ერთვის)
მან აღნიშნა, რომ ტურნირი ჩატარდა წრიული სისტემით,
14 მონაწილეს შორის. თავიდან ზოგ მონაწილეს ნოკაუტ–სისტემით უნდოდა, მაგრამ წრიული
იმით არის კარგი, რომ ახალგაზრდა მოჭადრაკეებს ნორმის შესრულების შანსი ეძლეოდათ.
ცუდად
იმოქმედა ბოლო ტურებში თ.სანიკიძის ავადმყოფობისგამო ტურნირიდან გათიშვამ. საექიმო ცნობა წარმოდგენილია. იქნებ საჭიროა
შემოღებულ იქნას რაღაც, მაგალითად მინუსზეც აკლდებოდეთ რეიტინგი.
აზრი გამოთქვეს: თ.გიორგაძემ– ლ. ფანცულაიამ უკმაყოფილება გამოთქვა თ.სანიკიძის გთიშვისგამო, ჩემმა
კონკურენტებმა პლიუსები მიიღესო. ვინც პლიუსიიმან რა დააშავა, მისულიყო და ეთამაშა.
გ.გიორგაძემ – თ.გელაშვილის დაყოლიება მოგვიხდა,
რომ ეთამაშა და
მერეკმყოფილი დარჩა.ახალგაზრდები კარგად თამაშობდნენ. ლ.პაიჭაძემნორმა შეასრულა ს/ოსტატობის და დიდოსტატობის
პირველი ბალიც აიღო
ორივე ტურნირი ნორმალურ დონეზე
ჩატარდა.იბრძოდნენ ბოლომდე.ქალები
ყაიმებს არ
აკეთებდნენ. ვაჟებში კარგად იმოქმედა 30 სვლამდე ყაიმის გაკეთების
აკრძალვამ.
წინადადება შემომაქვს
მადლობა გადავუხადოთ ნ.ალექსანდრიას და ზ.მიქაძეს და ანგარიშები მივიღოთ.
მომავალში ხარვეზები გამოვასწოროთ
კენჭი უყარეს: ნ.ალექსანდრიას
და ზ.მიქაძის მიერ წარმოდგენილი ანგარიშების მიღებას ინფორმაციის სახით.
დაადგინეს: მიღებულ იქნას ინფორმაციის სახით ნ.ალექსანდრიას და ზ.მიქაძის მიერ
წარმოდგენილი ანგარიშები.
გ.გიორგაძემ
აღნიშნა, რომ სტიპენდიის დანიშვნის საკითხი ყოველთვის მტიკვნეული საკითხი იყო
ფედერაციაში. იწვევდა ვნებათა ღელვას და თითქმის ყოველთვის ყოველთვის ყველა
უკმაყოფილო იყო. იმის გამო, რომ საქართველოს ჩემპიონატები იანვარში იყო დანიშნული
და ველოდებით მათ დამთავრებას, რათა შედეგები გაგვეთვალისწინებინა, ამიტომ,
დაგვიანდა სტიპენდიების დანიშვნა. შევთავაზეთ ქალთა და ვაჟთა კომისიებს განეხილათ
ეს საკითხი და გამგეობაზე წარმოედგინათ თავიანთი მოსაზრებები.
ა) ვაჟთა კომისიის თავმჯდომარემ თ. გიორგაძემ
სხდომას მოახსენა, რომ
განიხილეს სტიპენდიების განაწილების
საკითხიდადაასახელა
ის
კრიტერიუმები თუ მისიაზრთვის რა წარმატებისთვის და რამდენი უნდა