1. მიზანი და ამოცანები:
- ჭადრაკის
შემდგომი
პოპულარიზაცია;
- საქართველოს
ვაჟთა 71-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის
მონაწილეთა
გამოვლინება.
2. ჩატარების ვადები და ადგილი:
ტურნირი
ტარდება
2011 წლის
14-23 დეკემბერს
ქ.
თბილისში,
ჭადრაკის
სასახლეში.
ტურნირის
განრიგი:
რეგისტრაცია 14
დეკემბერი 11.00 -
18.00
გახსნა 15
დეკემბერი 15.00
I ტური 15
დეკემბერი 15.00...
IX ტური 23 დეკემბერი 11.00
დახურვა 23
დეკემბერი 15.30
3. სისტემა და დროის კონტროლი:
ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, შცეიცარიული სისტემით,
9 ტურად. თითოეულს 1 სთ. და 30 წთ. 40 სვლაზე, შემდეგ 30 წთ.
პარტიის ბოლომდე. პირველი სვლიდან ბოლომდე, ყოველ სვლაზე
30 წამის დამატებით.
4. მონაწილენი: ტურნირში დაიშვებიან მოჭადრაკეები რეიტინგით
2200 და ზევით (ფიდეს 01.11.2011 წ. რეიტინგ-სიით).
ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვს 1-10 მოჭადრაკეს I ლიგის
შესარჩევი ტურნირიდან. თუ ტურნირში მონაწილეობაზე უარს იტყვის
I ლიგის შესარჩევი ტურნირიდან 1-10 ადგილზე გასული მოჭადრაკე,
მაშინ ეს უფლება ენიჭება მომდევნო ადგილზე გასულს.
I ლიგაში შესარჩევი ტურნირის გარეშე დაშვებული იქნებიან
მსოფლიოს და ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატზე – 8,10,12 წ.წ.
- 1-3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები და 14,16,18,20 წ.წ.
- 1-10 ადგილზე გასული მოჭადრაკეები.
I ლიგაში მონაწილეობის უფლება აქვთ რეგიონების ჩემპიონატის
პრიზიორებს.
საქართველოს ვაჟთა 71-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგაში
დაიშვებიან:
1. საქართველოს 70–ე ჩემპიონატის 1–3 პრიზიორი;
2. საქართველოს 2011
წლის ეროვნული ნაკრების წევრები (ევროპა);
3. მოჭადრაკეები რეიტინგით 2600 და ზევით (ფიდეს 01.11.2011 წ.
რეიტინგ-სიით).
მოჭადრაკეთა და მათ მწვრთნელთა სამივლინებო ხარჯებს
(მგზავრობა, დაბინავება, კვება, სატურნირო შესატანი) გაიღებენ
რეგიონული ორგანიზაციები.
ტურნირში მონაწილეობისათვის
სავალდებულოა საქართველოს
ჭადრაკის ფედერაციის 2011 წლის საწევროს გადახდა.
5. კვალიფიკაცია: ტურნირში დაითვლება ფიდე-ს რეიტინგი.
6. სატურნირო შესატანი: 20 ლარი.
7. გამარჯვებულთა გამოვლენა:
გამარჯვებულები გამოვლინდებიან ქულათა მეტი რაოდენობის
მიხედვით.
თაი-ბრეიქი: ორი, ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი
რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები
განაწილდება:
ა) პროგრესით (რეგრესით);
ბ) ბუხგოლცი;
გ) მოგებების რაოდენობით.
მობილური ტელეფონის დარეკვის შემთხვევაში მონაწილეს ეთვლება
წაგება.
8. გამარჯვებულნი:
საქართველოს ვაჟთა 71-ე ჩემპიონატის I ლიგის საუკეთესო
1-5 მოჭადრაკე დაიშვება საქართველოს ვაჟთა 71-ე ჩემპიონატის
უმაღლეს ლიგაში, რომელიც გაიმართება 2012 წ. მაისში,
წრიული სისტემით, 12 მონაწილეს შორის.
უმაღლეს ლიგაში ვაკანტური ადგილები შეივსება შემდეგი
პრინციპით:
თუ უმაღლეს ლიგაში მონაწილეობაზე უარს იტყვის
უფლების მქონე (მოწვეული) მოჭადრაკე, მაშინ ვაკანტური ადგილი
შეივსება ფედერაციის გამგეობის გადაწყვეტილებით, ხოლო თუ
უარს იტყვის I ლიგაში 1-5 ადგილზე გასული მოჭადრაკე, მაშინ
ვაკანტური ადგილი შეივსება I ლიგიდან მომდევნო ადგილზე
გასული მოჭადრაკით.
|