დავით ჯოჯუას გმარჯვებით დასრულდა ვარნაში გამართული "4th OPEN VARNA".!
ჯოჯუა დასკვნითი ტურის წინ ერთი ქულით ჩამორჩებოდა ტურნირის ერთპიროვნულ ლიდერს ბულგარელ პაველ დიმიტროვს, რომელიც თეთრი ფიგურებით დაამარცხა გადამწყვეტ, ფინალურ პარტიაში და დამატებითი მაჩვენებლებით ტურნირში პირველობაც მოიპოვა.
მეორე ადგილზე მაკედონიელი ვლადიმერ გეორგიევი გავიდა, ხოლო მესამეზე დიმიტროვი.
აღსანიშნავია, რომ ტურნირის გამარჯვებულმა შეჯიბრი დამარცხების გარეშე განვლო.