პარასკევი, 26.04.2024, 02:11
sophie nikoladze
მოგესალმები სტუმარი | RSS
Block title
Block title
ტურნირები [448]
უცხოეთი [173]
პროგრამები [2]
იუმორი [0]
საინტერესო [19]
ინტერვიუ [5]
ვიდეო [2]
სიახლე [42]
კალენდარი [0]
კალენდარი [1]
მერიის თასი–დებულება [4]
მაია ჩიბურდანიძის თასი–დებულება [2]
ოლიმპიადა
შესვლის ფორმა
Block title
მთავარი » 2010 » მარტი » 10 » გამგეობის სხდომის ოქმი # 1 (გაგრძელება)
07:33
გამგეობის სხდომის ოქმი # 1 (გაგრძელება)

ბ) გ. გიორგაძემ მოახსენა გამგეობის წევრებს, რომ ქალთა სტიპენდიების განაწილებაზე მონაწილეობას იღებდნენ თავად ქალთა კომისიის წევრები. მათ აზრთა სხვადასხვაობა ჰქონდათ და წარმოადგინეს სტიპენდიების განაწილების რამოდენიმე ვარიანტი. გ. გიორგაძემ აღნიშნა, რომ ვინაიდან დეპარტამენტის მიერ გამოყოფილი თანხები არ ყოფნის განაწილებული სტიპენდიების რაოდენობას, ამიტომ დანარჩენს ფედერაცია დაამატებს.

სტიპენდიებისთვის გამოყოყოფილი თანხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ქალები:

# გვარი, სახელი დეპ.

ლარი ფედ. ლარი კრიტერიუმი

1. მ.ჩიბურდანიძე 1000 ნაკრების წევრი, ოლიმპიური ჩემპიონი, 1-ლი რეიტინგის მქონე.

2. ნ.ძაგნიძე 500 ნაკრების წევრი, ოლიმპიური ჩემპიონი, რეიტინგით.

3. ლ.ჯავახიშვილი 500 ნაკრების წევრი, ოლიმპიური ჩემპიონი, რეიტინგით.

4. ს.მელია 400 ნაკრების წევრი, საქართველოს ჩემპიონი.

5. ნ.ხურციძე 310 ნაკრების წევრობის კანდიდატი, საქ. ვიცე–ჩემპიონი.

6. მ.ლომინეიშვილი 290 ნაკრების წევრობის კანდიდატი, საქ. ჩემპიონატის III პრიზიორი.

7. ს.ხუხაშვილი 250 ოლიმპიური ჩემპიონი, რეიტინგით

8. ბ.ხოტენაშვილი 215 ევროპის გუნდური ჩემპიონატის ვერცხლის მედალი, რეიტინგით.

9. თ,წერეთელი 75 75 საქართველოს ჩემპიონატი, რეიტინგით.

10. ქ.წაწალაშვილი 100 18 წლამდე მსოფლიოს და ევროპის ვიცე–ჩემპიონი.

11. მ.არაბიძე 100 18 წლამდე მსოფლიოს და ევროპის ვიცე–ჩემპიონი..

12. ნ.პაიკიძე 100 16 წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატის III პრიზიორი

ქალთა ნაკრების მწვრთნელი – ხ.სუპატაშვილი - 500 ლ. (დეპ).

სულ: 4415ლ.

ვაჟები:

# გვარი, სახელი დეპ. ლარი ფედ. ლარი კრიტერიუმი

1. ბ.ჯობავა 1000 ევროპის ჩემპიონატის III პრიზიორი, ნაკრების წევრი, 1-ლი რეიტინგის მქონე.

2. მ.გაგუნაშვილი 500 ნაკრების წევრi, საქართველოს ჩემპიონი.

3. ზ.აზმაიფარაშვილი 500 ევროპის ჩემპ, წლების მანძილზე #1 მოჭადრ, განსაკუთრ. წვლილისათვის.

4. თ.გელაშვილი 450 ნაკრების წევრi, საქართველოს ვიცე–ჩემპიონი.

5. მ.მჭედლიშვილი 375 ნაკრების წევრობიs კანდიდატი, რეიტინგით

6. ლ.ფანცულაია 375 ნაკრების წევრობიs კანდიდატი, რეიტინგით

7. დ.არუთინიანი 375 ნაკრების წევრობიs კანდიდატი, რეიტინგით

8. კ.შანავა 225 საქართველოს ჩემპიონატი, რეიტინგით

9. თ.სანიკიძე 200 25 რეიტინგით

10. გ.მარგველაშვილი 100 20 წლამდე საქართველოს ჩემპიონი.

11. დ.ბენიძე 100 18 წლამდე ევროპის ჩემპიონატის III პრიზიორი,

12. გ.ნიგალიძე 100 საქართველოს ჩემპიონატი, ახალგაზრდა დიდოსტატი

ვაჟთა ნაკრების მწვრთნელი – თ.გიორგაძე - 500 ლ. (დეპ).

სულ: 4825 ლ.

სულ, ფედერაციამ სტიპენდიებს დაამატა 790 ლარი.

აზრი გამოთქვეს: თ.გიორგაძემ– ვაჟთა შეკრებაზე სტიპენდიების განაწილების სამართლიანობა ყველაზე მტკივნეულად მიიღო მ. მჭედლიშვiლმა. მან, უარი თქვა საქართველოს ჩემპიონატში თამაშზე. ამიტომ, გუნდში პირდაპირ ვერ მოხვდა. მას, ჰგონია, რომ არ ითამაშა საქართველოს ჩემპიონატზე იმის გამო ვსჯით. ვერ დავარწმუნე, რომ არ ვსჯით, ველაპარაკე ზ.იზორიას და მან უარი თქვა გუნდში თამაშზე. ამიტომ, ვფიქრობ საქართველოს ჩემპიონატიდან უნდა შევარჩიოთ გუნდის წევრები. პირველ კანდიდატად მიმაჩნია, რომ დ.არუთინიანი უნდა იყოს. მ.მჭედლიშვილი კანდიდატია,მაგრამ პირდაპირ გუნდში თმაშს ითხოვს მარტო კოეფიციენტით.ვეუბნებით წავიდეს ევროპაზე და მერე ვნახოთ.

გ.გიორგაძემ – გუნდის შემადგენლობას საბოლოოდ მაისში მერიის თასის შემდეგ დავასახელებთ. თუ ვინმე გავიდა ევროპიდან მსოფლიოზე და ა.შ.

თ.გიორგაძე – ვაჟები ნაწყენები არიან.ამბობენ მთელი თანხები ქალებზე მიდის,ცოტა ჩვენსკენაც წამოვიდესო.ქალებს ორი მწვრთნელი ჰყავთ. მწვრთნელების ჩამოყვანა ძვირი ჯდება.ფედერაციამ უნდა გამოყოს პრიორიტეტები.

გ.გიორგაძე – თანხები ბიუჯეტს უკავშირდება, რომელსაც მოგვიანებით წარმოგიდგენთ.

თ.გიორგაძე – იქნებ სასპონსორო თანხებიდან იქნას შესაძლებელი? შანსია ქალებიდან ან მ.ჩიბურდანიძემ ან ძაგნიძემ მოიპოვოს პირად მსოფლიო ჩემპიონატზე ჩემპიონობა. შანსი უნდა გამოვიყენოთ და მათ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი.

ნ.გურიელმა – გამგეობის წევრებს შეახსენა, რომ შარშან ლაპარაკი იყო ნ.ძაგნიძისათვის, როგორც 1–ლი რეიტინგის მქონეზე, სტიპენდიის გაზრდაზე,მაგრამ ვინაიდან სტიპენდიების თანხები უკვე განაწილებული იყო ითქვა, რომ ახალი წლიდან დაენიშნათ. მაგრამ, წელს უკვე აღარ არის რეიტინგით 1–ლი.

ნ.გაფრინდაშვილი – მეტი თანხა არ არის, დეპარტამენტი რასაც იძლევა არ ყოფნის.

ნ.გურიელi –– მიმაჩნია, რომ მ.ჩიბურდანიძეს უნდა ჰქონდეს 1 000 ლარი. ხოლო ნ.ძაგნიძეს და ლ.ჯავახიშვილს ერთნაირად.

კენჭი უყარეს: სტიპენდიების წარმოდგენილი სახით დამტკიცებას. დაადგინეს: სტიპენდიები წარმოდგენილი სახიt დამტკიცდეს.

მოისმინეს:3.ქალთა და ვაჟთა ნაკრების მწვრთნელების დანიშვნის შესახებ. /გ.გიორგაძე/

გ.გიორგაძემ სხდომის წევრებს მოახსენა, რომ ქალთა ნაკრების მწვრთნელად მოიაზრება ხ.სუპატაშვილი. მეორე მწვრთნელად ზ.სტურუა. მ.ჩიბურდანიძეს და ლ.ჯავახიშვილს ეხლა ამეცადინებს ხ.სუპატაშვილი. ხოლო ნ.ძაგნიძეს და ს.მელიას – ზ.სტურუა. თანხებს ფედერაცია იხდის. ვთხოვოთ დ.ხოსრუაშვილს, შესაძლებლობის ფარგლებში იქნებ ჩაერთოს მწვრთნელების დაფინანსების საკითხში. ხ.სუპატაშვილთან დაიდება კონტრაქტი. თვეში 2 კვირა იმუშავებს მ.ჩიბურდანიძესთან და ლ.ჯავახიშვილთან. მონაწილეობას მიიღებს. ორ შეკრებაზე, ოლიმპიადზე. გრან პრის ტურნირებზე ფედერაცია დააფინანსებს მწვრთნელის სამივლინებო ხარჯებს (ავია– ბილეთი,სასტუმრო,ჯიბის ფული). ფედერაციისთვის პრიორიტეტი ოლიმპიადაა. გაგვიხარდა ზ.სტურუა რომ დაბრუნდა. მასთან მასთან კონტრაქტი მზადაა.ფედერაცია დაუნიშნავს ხელფასს. 2 კვირა იმუშავებს: 1 კვირა ნ.ძაგნიძესთან, 1 კვირა ს.მელიასთან. მონაწილეობას მიიღებს ორ შეკრებაზე და ოლიმპიადაზე. რაც შეეხება გრან–პრიზე ნ.ძაგნიძის გაყოლას. ფედერაცია დააფინანსებს მხოლოდ სამივლინებო ხარჯებს (ავია–ბილეთი,სასტუმრო,ჯიბის ფული). ანალოგიურად მ.ჩიბურდანიძის შემთხვევაში. ბიუჯეტიდან გამომდნარე დღეისათვის არის ესეთი სურათი. არის მესამე კონტრაქტი – ვაჟთა ნაკრების მწვრთნელად თ.გიორგაძე მოიაზრება. ამ ეტაპზე ოლიმპიური ნაკრები გუნდის კაპიტანია.

თ.გიორგაძე – ახალგაზრდა ვაჟები გვეჩაგრებიან. გვჭირდება ზ.სტურუასნაირი მწვრთნელი.ალბათ, ლ.ჯანჯღავას დაველაპარაკები.ხელის შეწყობაა საჭირო.

გ.გიორგაძე – 2 შეკრება ვაჟებსაც ექნებათ.

ნ.ალექსანდრია – მწვრთნელს დიდი ვალდებულებები უნდა ჰქონდეს/გუნდის შერჩევაში, უნდა იცოდეს ვინ როგორ თამაშობს.

თ.გიორგაძე – მომეცით ლ.ჯანჯღავასთვის ხელფასი.

დ.ხოსრუაშვილი – ლ.ჯანჯღავა თბილისის ფედერაციიდან იღებს როგორც მწვრთნელი 500 ლარიან ხელფასს. მივამაგროთ თბილისელი ნაკრების წევრები.

გ.გიორგაძე- პირადი მწვრთნელები მსოფლიოში მხოლოდ ელიტარულ,უმაღლეს რეიტინგიან მოჭადრაკეებს ჰყავთ და ისინი მათ ანაზღაურებას თვითონ უხდიან. წარმოგიდგენთ ფედერაციის თანხებს, როგორც საბიუჯეტოს ისე სპონსორულს.დამატებითაა მოსაძიებელი სპონსორული თანხები (თანხების განაწილება თან ერთვის). მისახედია ბავშვთა ჭადრაკი. დეპარტამენტიდან ბავშვთა ჭადრაკზე ძალიან ცოტაა გამოყოფილი. ასე ბავშვთა ჭადრაკი ვერ განვითარდება. მოსაძიებელი თანხებს მოზიდვაში თუ მოგვეხმარებით კარგი იქნება. დ.გურგენიძე – ეს თანხები სულ მოჭადრაკეებზე და მწვრთნელებზე მიდის.უყურადღებოდ არიან მსაჯები. ქნებ მსაჯებიც დაფინანსდნენ ერთ–ორ ტურნირზე.

კენჭი უყარეს: ქალთა ნაკრების მწვრთნელად ხ.სუპატაშვილის კანდიდატურას, ვაჟთა ნაკრების მწვრთნელად თ.გიორგაძის კანდიდატურას.

დაადგინეს: ქალთა ნაკრების მწვრთნელად დაინიშნოს ხ.სუპატაშვილი.ხოლო, ვაჟთა ნაკრების მწვრთნელად თ.გიორგაძე.

სხვადასხვა:

მოისმინეს:ა)ს.მელიას ქალთა ნაკრებში შეყვანის საკითხი. /ნ.გურიელი/ გ.გიორგაძემ კენჭის ყრაზე დააყენა წინადადება საქართველოს ჩემპიონი სალომე მელია შეყვანილ იქნას ქალთა ნაკრებში წევრად.

კენჭი უყარეს:სალომე მელია ქალთა ნაკრებში წევრად შეყვანას.მიიღეს ერთხმად.

დაადგინეს:საქართველოს ჩემპიონი სალომე მელია შეყვანილ იქნას ქალთა ნაკრებში წევრად.

ბ)საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საწევროს გადასახადის შესახებ. /გ.გიორგაძე/.

გ.გიორგაძემ აღნიშნა, რომ უკვე საკმაოდ ბევრი მოჭადრაკე გაწევრიანდა და წევრთა სია ნებისმიერ მსურველ შეუძლია იხილოს ფედერაციის კანცელარიაში.

გ)ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატის 8–18 წ.წ. ქ.ბათუმში ჩატარებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემის შესახებ./გ.გიორგაძე/.

გ.გიორგაძემ სხდომის წევრებს ამცნო იმ პრობლემის შესახებ,რაც წარმოიქმნა ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატის ჩასატარებლად დაკავშირებით.მან თქვა. რომ ჩემპიონატის ჩასატარებლად რაღაც თანხებს თავის თავზე აჭარის მთავრობა იღებდა, რაღაც თანხები დეპარტამენტს უნდა გაეღო.მაგრამ,ამასწინათ სპორტის სამინისტროდან დამირეკეს და მითხრეს, რომ თქვენი ევროპის ჩემპიონატის საკითხი უარყოფითად გადაწყდაო.არადა არ არის ისეთ დიდ თანხაზე ლაპარაკი.ამიტომ გაკვირვებული დავრჩი.თუ სახელმწიფო გვერდით არ დაგვიდგა ძნელი გახდება ამ ჩემპიონატის ჩატარება. ვფიქრობ სპორტის მინისტრს არაკომპეტენტურად მიაწოდეს ეს საკითხი. თავის დროზე, როცა შევხვდი მინისტრს დაგვპირდა ევროპის ჩემპიონატი მაღალ დონეზე უნდა ჩავატაროთო...

აჭარამ ბიუჯეტიდან 100 000 ლარი უნდა გაიღოს; საუბარია სახელმწოფოსგან 100 000 ლარის მოძიებაზე. ეს მინიმალურ თანხაა რაც აუცილებელია. ბავშვებისათვის მნიშვნელოვან ღონისძიებაა. თუ სხვაგან 10 ბავშვის გაშვებას შევძლებთ აქ საქართველოდან 100 ბავშვი მაინც შეძლებს მონაწილეობას. მალე ევროპის საჭადრაკო კავშირის მესვეურები ჩამოვლენ ინსპექციაზე. საჭიროა სპორტის მინისტრთან შეხვედრა.

აზრი გამოთქვეს:ა.იაშვილმა – სანქციები არ იქნება თუ დროულად გადაწყდება ეს პრობლემა.

გადაწყდა: ნ.ალექსანდრია და გ.გიორგაძე შეხვდეს მინისტრს ნ.რურუას ამ მეტად მნიშვნელოვანი საკიტხის გასარკვევად.

მოისმინეს: დ)საკითხი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში 15 თებერვალს შემოსული შ.ხაბურზანიას განცხადების შესახებ. /ზ.მიქაძე/.

სხდომის მდივანმა მ.თანდაშვილმა გამგეობის წევრებს წაუკითხა შ.ხაბურზანიას განცხადება, სადაც ის ითხოვდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდების მისანიჭებლად წარდგენას. იგი წერს, რომ 2001 წლიდან არის მ.გაგუნაშვილის პირადი მწვრთნელი და წლების მანძილზ ეინტენსიურად მუშაობდა მ.მჭედლიშვილთან და მ.ლომინეიშვილთა. სხვადასხვა პერიოდში მასთან ემზადებოდნენ ს.მელია, ნ.ძაგნიძე, თ.წერეთელი, დ.არუთინიანი, მ.სულაშვილი,გ.ყუფარაძე,დ.ზარქუა და სხვა მოჭადრაკეები.

გადაწყდა:აღნიშნულმა მოჭადრაკეებმა უნდ ადაწერონ და წერილობითი სახით წარმოადგინონ განცხადება, თუ რა პერიოდში და რამდენ წელს მეცადინეობდნენ შ.ხაბურზანიასთან.მხოლოდ ამის შემდგე განიხილავს გამგეობა ამ განცხადებას და იმსჯელებს ამ საკითხზე.

კატეგორია: საინტერესო | ნანახია: 1417 | დაამატა: geochess | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 Qumsa  
0
didi bchoba yofila raa :D

სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
Block title

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz