საქართველოს ჩემპიონატი 18 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის
16 – 25 თებერვალი 2010 წელი ქ.თბილისი, ჭადრაკის სასახლე
დებულება
სისტემა: ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად.
დროის კონტროლი: თითოეულს 90 წთ. მთელ პარტიაზე, ყოველ სვლაზე 30
წამის დამატებით.
მონაწილენი: ჩემპიონატში დაიშვებიან გოგონები და ჭაბუკები საქართველოს
ყველა რეგიონიდან, დაბადებულნი 1992 წლის 1 იანვრის შემდეგ.
მონაწილეების და მათი თანმხლები პირების სამივლინებო ხარჯებს გაიღებენ
რეგონული ორგანიზაციები.
ტურნირში დაითვლება ფიდეს რეიტინგი.
სატურნირო შესატანი: რეგიონებიდან გასული მოჭადრაკეებისათვის 15 ლარი,
ხოლო სხვა დანარჩენებისათვის 25 ლარი.
მოჭადრაკეები, რომლებსაც არ ექნებათ გადახდილი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საწევრო,
ტურნირზე არ დაიშვებიან.
თაი–ბრეიქი: ორი ან რამდენიმე მონაწილის მიერ თანაბარ რაოდენობის ქულების
დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება პროგრესით (თავისი რეგრესით)
თუ პირველი, მეორე ადგილების გაყოფის შემთხვევაში
პროგრესიც თანაბარი იქნება
მაშინ მეორე დღეს დაინიშნება:
2 პარტიისაგან შემდგარი დამატებითი მატჩი სწრაფ ჭადრაკში 15 წუთი + 10
წამი;
2 პარტიისაგან შემდგარი დამატებითი მატჩი ბლიცში– 5 წუთი;
‘არმაგედონი, 1 პარტია, თეთრებს 6 წუთი, ხოლო შავებს – 5 წუთ.
ტურნირის განრიგი:
ჩამოსვლის დღე და რეგისტრაცია 16 თებერვალი 10.00 – 18.00
გახსნა – 17 თებერვალი 12.45
სთ.
I ტური – 17 თებერვალი 13.00 ;
IX ტური და დახურვა – 25
თებერვალი 11.00
მობილურის დარეკვის შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.
გამარჯვებულნი:
18 წლამდე ასაკის გოგონათა და
ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონატის
პირველი ორი პრიზიორი მიიღებს მსოფლიოსა
და ევროპის გოგონათა და ჭაბუკთა
ჩემპიონატების თითო საგზურს .
ჩემპიონს ენიჭება საგზურის არჩევის უფლება.
|