ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა გამოჩენილი ქართველი მწვრთნელის ვახტანგ ქარსელაძის გუნდური მემორიალი მოზარდ მოჭადრაკეთა შორის. შეჯიბრი 4 ასაკობრივ კატეგორიაში (8,10,12 და 14 წწ.) ტარდება და მწვრთნელებისათვის ერთგვარი დასკვნითი ეტაპია აქვს სასწავლო წლის ბოლოს.
მემორიალში სულ 66 გუნდი მონაწილეობდა და თითოეული გუნდის შემადგენლობაში 3 ბიჭუნა + 1 გოგონა ასპარეზობდა.
ყველაზე პატარა 8 წლიან მონაწილეებში 7-დან 7 ქულით გაიმარჯვა მზია წერეთლის გუნდმა ’პეგასი’ -:ლუკა ობოლაძე,ანტონ ნადირაძე,ტატო ცაგარეიშვილი და ანასტასია სიდამონიძე. 5,5 ქულით მეორეზე გავიდა გოგა ხომერიკის ’ამომავალი ვარსკვლავი’ მესამეზე 5 ქულით გოჩა თორიას ’ნუგერი’ .
10 წლამდე ასაკში I-II ადგილები გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით პირველზე გავიდა დავით გურგენიძის ’ნტნ’ - კოკა ბუკია,თამაზ კიკნაველიძე,კობა ჩოქური და მარიამ წამალაშვილი. II ადგილი - მზია წერეთლის ’პეგასი’ (აღსანიშნავია, რომ ეს გუნდი 8 წლამდე მოჭადრაკეებით იყო დაკომპლექტებული) III ადგილი 5,5 ქულა - გიორგი მაჭარაშვილი ’აისი’ .
12 წლიანებში პირველობა არავის დაუთმო გიორგი ხომერიკის ’ამომავალი ვარსკვლავი 2’ – 6 ქულით გუნდის შემადგენლობა: გიორგი სიბაშვილი,ალექსანდრე ბიბილაშვილი,გიორგი იოსელიანი , ნინო ხომერიკი. II ადგილი 5,5 ქულით გიორგი მაჭარაშვილის ’აისი’, ხოლო მესამეზე 4,5 ქულით დავით გურგენიძის ’არწივი’ .
14 წლიან მოზარდებში დანაკარგის გარეშე დამაჯერებლად გაიმარჯვა გივი გოგიჩაიშვილის გუნდმა ’გიო&ლუკა’ (ირაკლი ბერაძე,რატი ცომაია,გიორგი ბოსიკაშვილი, დეა გოგიშვილი). 5 ქულით II-III ადგილები გაინაწილეს: II – ’კომაროვი’ - ციცინო კახაბრიშვილი III - ანდრია - გოჩა თორია.
|