თბილისი, ვერის ბაღი,ჭადრაკის
სასახლე.....ვისაც კი ოდესმე ჭადრაკის ფიგურა გაუგორებია საქართველოში მის
შესახებ რაღაც მაინც სმენია...
თვითონ მოჭადრაკეებს რაც შეეხება -ვგულისხმობ
ფენას რომელთაც, როდესღაც, სადღაც მაინც ტურნირებში მიუღია მონაწილეობა. თუმცა, ესეც პირობითია ,
ტურნირსაც გააჩნია, შეიძლება ოლიმპიადაზე ასპარეზობდე ანდა უბრალოდ საკუთარი ჭიის
გასახარად აგორებდე კოჭებს სასახლის გაყინულ დარბაზში დეკემბერსა და იანვრის
თვეებში. სიცივისგან ხელები რომ გიკანკალებს, გვერდები გტკივა მაგრამ მაინც
ბედნიერი უყურებ ხის ფიგურებს.
ისე, უყურებ მსუბუქად ნათქვამია ....მიშტერებიხარ.
ვისაც ჭადრაკი არასოდეს უთამაშია მათზე ნამდვილად
არაადეკვატურის შთაბეჭდილებას დატოვებს მსგავსი რაღაცის ცქერა.ალბათ, გულშიც
გაიფიქრებს მართალი ყოფილა მოჭადრაკეებზე რასაც ამბობენო..
მაგრამ, ეს თემა სხვა დროისთვის გადავდოთ ახლა
კი ჭადრაკის სასახლეს და მის მუდმივ ბინადართ გაგაცნობთ (...ჯერჯერობით)
დავიწყოთ სასახლის გარეთა ხედით
ამ შენობას თვალს რომ მოკრავ ეგრევე ადრენალინის შეგრძნება გიჩნდება ...მითუმეტეს თუ გადამწყვეტი პარტიას გაქვს სათამაშო...
სასახლში შესვლისთანავე, თუ დილის 11 საათამდე მიხვედი გურამ დანელიასაც გადაწყდები მედგრად მყოფს სადარაჯოზე. ემანდ, ვინმე უცხო არ შემოეხეტოს ჩვენს წმიდათაწმიდა ალაგას და არ დავიღუპოთო!
თავისუფალ დროს თუ რასაკვირველია ესეთი გამოუჩნდა (ვინაიდან, ძალიან დაძაბული გრაფიკი აქვს) პრესასაც ეცნობა. ბოლო-ბოლო ჭადრაკის სასახლეში მუშაობა თავისას მოითხოვს
იმ შემთხვევაში თუ დილის 11 საათის შემდეგ მოხვედით და 18.00 აქ იმყოფებით მაშინ თქვენ ქალბატონ თამილასაც გაიცნობთ - ჩვენი დღის მორიგე: