რუსი დიდოსტატის იან ნეპომნიაშის გამარჯვებით დასრულდა ხორვატიის
რიეკაში ვაჟთა ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი.
ჩემპიონმა 11–დან 9 ქულით დამაჯერებლად დაიკავა პირველი ადგილი.
ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვა არტიომ ტიმოფეევთან (რუსეთი)ბაადურ
ჯობავამ და ხვალ თაი–ბრეიქებში გაირკვევა ვერცხლი–ბრინჯაოს მედლების მფლობელთა
ვინაობა.
აღსანიშნავია, რომ შარშანდელ პირველობაზებაადურმა ბრინჯაო მოიპოვა და წელსაც ჩემპიონობამდე
ძალიან ცოტა დააკლდა.
ქალთა შორის ტურნირის ერთ–ერთმა უხუცესმა მონაწილემ შვედმა პია
კრამლინგმა მოიპოვა ჩემპიონის ტიტული 11–დან 9 ქულით.
8.5 ქულით ვერცხლს ლიტველი ვიქტორია ჩმილიტე დაეპატრონა.
ბრინაჯაოს მედლის ბედი ხვალ გაირკვევა თაი–ბრეიქებში მონიკა
სოჩკოს(პოლონეთი),ტატიანა კოსინცევას(რუსეთი),მარია სებაგის (საფრანგეტი), ნატალია
ჟუკოვასა (უკრაინა) და ელენა დემბოს (საბერძნეთი) შორის.
ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ვაჟებისგან განსხვავებით(22 ადგილი)
12 ადგილი გადიოდა და ხვალ ,თაი–ბრეიქებში იბრძოლებს ერთადერთი ქართველი ქალი ნინო
ხურციძე სანუკვარი საგზურისათვის.
ქართველ მოჭადრაკეთა ტექნიკური შედეგები:
ვაჟები:
ბაადურ ჯობავა - 8,5 ქულა;
თამაზ გელაშვილი,ლევან ფანცულაია, თორნიკე სანიკიძე,მერაბ
გაგუნაშვილი – 6,5 ქ.
დავით ბენიძე,მახო სულაშვილი, გაიოზ ნიგალიძე – 6 ქულა
დავიდ არუთინიანი,ბაჩანა მორჩიაშვილი, – 5,5ქ.;
შოთა აზალაძე – 4,5 ქ.
ქალები:
ნინო ხურციძე – 7,5 ქულა
ნანა ძაგნიძე,სოფო გვეტაძე – 7 ქ.
ინგა ჭარხალაშვილი,ბელა
ხოტენაშვილი , სალომე მელია,სოფო
გურამიშვილი –6,5 ქ.
ლელა ჯავახიშვილი, მაია ლომინეიშვილი, მარი დანელია, მერი არაბიძე – 6 ქ.