რუსეთის დედაქალაქში მიმდინარეობს საჭადრაკო სამყაროში ერთ–ერთი
ყველაზე პრესტიჟული და უძლიერესი ტურნირი ‘Aeroflot
Open 2010’, რომლი
საპრიზო ფონდი 140 ევროს შეადგენს.
‘Aeroflot
Open 2010’ ფარგლებში სულ 4 ტურნირი ტარდება: A,B,Cდა D კატეგორიებში. მათგან, ყველაზე ძლიერ ‘AI’
ტურნირში 29 ქვეყნის 80 მოჭადრაკე ასპარეზობს და მთავარი პრიზი 21 000 ევროა.
მასში ორი ქართველი მოჭადრაკე ასპარეზობს: საქართველოს ნაკრების წევრი ლელა
ჯავახიშვილი და რუსეთის სახელით მოასპარეზე მიხეილ ქობალია.
4 ტურის შემდეგ 3,5
ქულით I–II ადგილებს ვიეტნამელი მოჭადრაკეები ქუანგ ლე და
ნგოქ ნგუენი ინაწილებენ.
ლელა ჯავახიშვილის
აქტივში ჯერჯერობით 1,5 ქულა და მეხუთე ტურში მისი მეტოქე ჩინელი ჰოუ იფანი
იქნება.