ჰიბლატარში სტარტი აიღო, ტრადიციულმა მსოფლიოში ერთ–ერთ უძლიერესად ცნობილმა ‘8th Gibtelecom Chess Festival 2010’ .
შეჯიბრში 46 ქვეყნის 218 მოჭადრაკე ჩება, მათ შორის არიან საქართველოს ნაკრების წევრები: ნანა ძაგნიძე და ლელა ჯავახიშვილი.
მონაწილეობენ: ეტიენ ბაქრო (საფრანგეთი 2713), სერგეი მოვსესიანი
(სლოვაკეთი,2718); ვალეხო პონსი (ესპანეთი,2711); მაიკლ ადამსი
(ინგლისი,2698) გათა კამსკი (ამერიკა,2695); კონერუ ჰამპი (ინდოეთი,2601)
და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ქალთა შორის ალექსანდრა კოსტენიუკი
(რუსეთი,2517)...
ტურნირს ერთგვარ ეშხს მატებს მსოფლიოს ექსჩემპიონის ბორის სპასკის მონაწილეობა.
საპრიზო ფონდი: 112 500 ინგლისურ ფუნტს შეადგენს!
ვაჟთა შორის დაწესებულია 12 პრიზი; პირველი პრიზი – 15 000 ევრო...12 – 1 000
ქალთა შორისაც 12 პრიზია: 1– 8 000...12 – 1 000...
დაწესებულია აგრეთვე პრიზები რეიტინგულ კატეგორიებში და საუკეთესო პერფომანსისთვის.
6 ტურის შემდეგ I-IV ადგილებს 5 ქულით
ინაწილებენ:
მაიქლ ადამსი (ინგლისი, 2694), ნატალია ჟუკოვა (უკრაინა,2462) , ჩანდა
ჩანდიპანი (ინდოეთი,2622) და იან გუსტაფსონი (გერმანია,2627) .
ლიდერებს ნახევარი ქულით ჩამორჩება ლელა ჯავახიშვილი –ვაჟთაშორის XXVI ადგილი,ქალებში – V;
ნანა ძაგნიძე 4 ქულით ვაჟთა ჩათვლაში XXXVI საფეხურზეა, ხოლო ქალებში - VIII.
მეშვიდე ტურში ჯავახიშვილის მეტოქე არგეტინელი დიდოსტატი რუბენ
ფელგერი იქნება, ხოლო ძაგნიძისიტალიის სახელით
მოასპარეზე ელენა სედინა.