ვენესუელელი დიდოსტატის ედუარდო იტურიზაგას გამარჯვებით დასრულდა კატალონიის ქალაქ ბალაგერში გამართული საერთაშორისო ტურნირი.
გამარჯვებულმა 10–დან 8 ქულით I-II ადგილები გაიყო ბულგარელ კირილ გეორგიევთან ერთად და პროგრესის უკეთესი მაჩვენებელის წყალობით დაჯაბნა მეტოქე.
III ადგილს 7,5 ქულით დანიელი ნიკოლაი პედერსენი დაეპატრონა.
ლევან აროშიძე 6,5 ქულით VII ადგილზე გავიდა.
ლევან ბრეგაძემ და ზურა ჯავახაძემ 6 ქულით XX–XXIX ადგილები გაინაწილეს.
|