საბერძნეთის ჰალკიდიკში 7-11 ივლისს გაიმართა ევროპის საჭადრაკო კავშირის რიგგარეშე, საგანგებო ასამბლეა.
საგანგებო შეკრების ძირითადი თემა იყო ლოზანის საარბიტრაჟო სასამათლოს 2009 წლის 22 აპრილს მიღებული გადაწყვეტილების შდეგების განხილვა , 2009 წელს ევროპის საჭადრაკო კავშირის ეგიდით ჩასატარებელი ღონისძიებების დამტკიცება.
ლოზანის საარბიტრაჟო სასამათლოს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მტკივნეული იყო ქართველი მოჭადრაკეებისათვის.ვინაიდან, ევროპის წლევანდელ ჩემპიონატზე ვაჟთა შორის ბრინჯაოს მედალი და მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა საქართველოს ოლიმპიური გუნდის ლიდერმა ბაადურ ჯობავამ.
ხოლო ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატიდან მსოფლიო პირველობის საგზური მოიპოვა ოლიმპიურმა ჩემპიონმა სოფიკო ხუხაშვილმა.
მსოფლიო საერთაშორისო, საჭადრაკო ორგანიზაციის 'FIDE' პრეზიდენტის კირსან ილუმჟინოვის დიდი ძალისხმევით მიღწეულ იქნა შეთანხმება დაპირისპირებულ მხარეებს შორის.
აღსანიშნავია, რომ დავის მშვიდობიანი გადაწყვეტისათვის, მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ოფიციალური პოზიცია, რომელიც დაფიქსირდა ევროპის ფედერაციებისადმი გაგაზავნილ წერილში.
საკუთარი განცხადების საფუძველზე დაკავებული პოსტი დატოვა ევროპის საჭადრაკო კავშირის საბჭოს წევრმა ს.შაკოტიჩმა (მონტენეგრო).
ანსაბლეაზე მოხდა 2009 წელს გასამართი ევროპული ტურნირების (ევროპის გუნდური და საკლუბო ჩემპიონატების, ახალგაზრდული , ასაკობრივი პირველობების) ხელახალი დამტკიცება.
საბერძნეთში შედგა საქართველოსა და თურქეთის საჭადრაკო ფედერაციებს შორის საქმიანი შეხვედრა.
გადაწყდა თბილისში გაფორმებული მემორანდუმის გმიხედვით კონკრეტული პროექტების დაწყება.
პირველ ეტაპზე განხორციელდება ახალგაზრდა მოჭადრაკეების გაცვლითი პროგრამა.
|