ფოთში მიმდინარეობს ბავშვთა საერთაშორისო ტურნირი ‘ნანა ალექსანდრიას თასი – 2009’
4 ტურის შემდეგ 16 წლამდე ასაკის გოგონათა შორის ქულათა მაქსიმუმით ერთპიროვნულად ლიდერობს მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი მერი არაბიძე.
ქულით ნაკლები დააგროვეს და II-IV ადგილებს ინაწილებენ:
თეკლა ფარჯიანი,ანა შამათავა და დეა ჩაკვეტაძე.
16 წლამდე ჭაბუკებს შორისაც ქულათა მაქსიმუმი დააგროვა მსოფლიოს 2008 წლის ვერცხლის პრიზიორმა ნოდარ ლორთქიფანიძემ.
ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩებიან გიორგი ნიკოლაშვილი და ნიკოლოზ შენგელია.
12 წლიან გოგონებშიც დანაკარგის გარეშე ლიდერობს მარიამ ჭოლაძე.
მარიამ წულაია და თათია კოხრეიძე 3 ქულით II-III ადგილებს იყოფენ.
12 წლიან ჭაბუკებში 3,5 ქულით 3 მონაწილე ინაწილებს პირველობას:
ნოე თუთისანი, მამუკა ანთაძე და რაფიკ ხაჩატრიანი (სომხეთი)
10 წლამდე ბიჭებში დანაკარგის გარეშე წინ მიიწევს თენგიზ ხუხუნაიშვილი.
ნახევარი ქულით ნაკლები აქვთ:
ჯონი გოგოხიას,გურამ კოკაიას, დემეტრე ფიფიას და გივი ლევიძეს.
10 წლამდე გოგონებს ორი ლიდერი ჰყავთ ქულათა მაქსიმუმით:
ელა სვანიძე და მარიამ ბაღდავაძე. თეა ჭოლაძე 3,5 ქულით III ადგილზეა.
8 წლიან გოგონებში 4 ქულით პირველ ადგილზეა ანასტასია სიდამონიძე.
ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩება გვანცა ნარგველაშვილი.
8 წლამდე ბიჭუნებში 4 ქულით I-III ადგილებს ინაწილებენ:
ლევან ბაბუხადია,კოკა ბუკია და გიორგი თადუმაძე.
http://www.chesspoti.ge/
|