ესპანეთის კატალონიის ქალაქ ბარბერაში სტარტი აიღო ტრადიცულმა რიგით 32-ე საერთაშორისო ტურნირმა, რომელიც 3 კატეგორიაში: A,B,C ტარდება.
A ტურნირში 17 ქვეყნის (არგენტინა,ჩილე,კოლუმბია,კუბა,ესპანეთი,საფრანგეთი,საქართველო,უნგრეთი,ინდოეთი,იტალია,ლატვია,ლიტვა,მექსიკა,ჰოლანდია,პერუ,პოლონეთი და უკრაინა) 66 მოჭადრაკე ჩაება ასპარეზობაში. მათ შორის 7 ვაჟთა შორის და 1 ქალთა შორის საერთაშორისო დიდოსტატი, 16 ვაჟთა და 2 ქალთა საერთაშორისო ოსტატი; 9 ფიდეს ოსტატი; სულ 35 ტიტულოვანო მოჭადრაკე.
საქართველოს სახელით ტურნირში ასპარეზობენ საერთაშორისო დიდოსტატები ანა მათნაძე და სოფიკო გურამიშვილი, საერთაშორისო ოსტატი ლევან ბრეგაძე და საქართველოს 16 წლამდე ჩემპიონი ზურაბ ჯავახაძე.
2 ტურის შემდეგ 2 ქულით I-VIII ადგილებს ინაწილებს ზურა ჯავახაძე.
1,5 ქულით IX-XXIV ადგილებზე არიან ანა მათნაძე და სოფიკო გურამიშვილი.
ლევან ბრეგაძის აქტივში 1 ქულაა.
|