მსოფლიოს საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციამ ‘FIDE’ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე ‘www.fide.com გამოაქვეყნა 2011 წლის სექტემბერში დაგეგმილი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის გათამაშების პრეტენდენტთა შესარჩევი მატჩების დებულება.
ჩემპიონის ტიტულისათვის მებრძოლი 8 პრეტენდენტის მატჩები 2010 წლის ბოლოს გაიმართება.
გათამაშებაში მონაწილეობის უფლება აქვთ:
ანანდ–ტოპალოვის შეხვედრაში დამარცხებულს;
2009 წლის ნოემბერში ხანტი – მანსიისკში დაგეგმილი მსოფლიოს თასის გათამაშების გამარჯვებულს (აღსანიშნავია, რომ თასის გათამაშებაში მონაწილეობას საქართველოს წარმომადგენელი – საერთაშორისო დიდოსტატი ბაადურ ჯობავა მიიღებს და მისი გამარჯვების იმედიც უნდა ვიქონიოთ.) ;
‘FIDE’ გრან–პრის ტურნირების სერიის ორი საუკეთესო მოჭადრაკე;
ორგანიზატორების ნომინანტი დიდოსტატი 2700–ზე მაღალი რეიტინგით;
2 დიდოსტატი, რომალთაც ექნებათ უმაღლესი რეიტინგი 2009 წლის 1 ივლისისა და 2010 წლის 1 იანვრისათვის (იმ მონაწილეთა გამოკლებით, რომლებიც ზემოთ მოხსენებული კრიტერიუმებით მოხვდებიან გათამაშების ციკლში);
პირველ წრეში ოთხი პარტიისგან შემდგარ მატჩში შეხვდებიან:
ანანდ–ტოპალოვს შორის დამარცხებული და სიძლიერით VIII რეიტინგი;
II რეიტინგი – VII რეიტინგს დაუპირისპირდება
III – VI და IV–V.
მეორე წრეში ასევე ოთხი პარტიან მატჩში ერთმანეთს შეხვდებიან:
პირველი და მეოთხე წყვილის გამარჯვებულები და მეორე - მესამე წყვილს შორის საუკეთესო.
ხოლო მესამე, ფინალურ წრეში რომელიც 6 პარტიისგან შესდგება საბოლოოდ გაირკვევა მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულისათვის მატჩის მონაწილე, რომელიც შეხვდება ანანდ–ტოპალოვს შორის გამარჯვებულს.
დაწვრილებითი ინფორმაცია:
http://www.fide.com/component/content/article/1-fide-news/4050-regulations-for-the-candidates-matches-2010
|