5 ივნისიდან თბილისის ჭადრაკის სასახლეში სტარტს აიღებს ქალთა საერთაშორისო ‘მაია ჩიბურდანიძის’ თასზე, რომელიც წელს ახალი სისტემით „ქალთა ‘open’ ტურნირი” გაიმართება.
მასში მონაწილეობას მიიღებენ უძლიერესი ქართველი მოჭადრაკეები, ოლიმპიური ჩემპიონები, საერთაშორისო დიდოსტატები და ოსტატები მსოფლიოს 7 ქვეყნიდან.
ქართველი ჩემპიონის თასის გათამაშებას საფუძველი ჩაუყარა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნინო გურიელმა, რომელიც წელს მესამედ გაიმართება.
პირველი გათამაშება 2004 წლის დეკემბერში გაიმართა და საერთაშორისო დიდოსტატ ნანა ძაგნიძის გამარჯვებით დასრულდა.
თასი მეორედ 2007 წლის ივნისში გათამაშდა და საერთაშორისო დიდოსტატმა ლევან ფანცულაიამ გაიმარჯვა.
ორგანიზატორები: საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია: ჭადრაკის
განვითარების ფონდი.
ორგანიზატორები:კომპანია „socar Energy Georgia“ და საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“
საინფორმაციო მხარდამჭერები“ყოველდღიური გაზეთები:“ლელო“,“მსოფლიო სპორტი“,“სპორტული ამბები“ და ინტერნეტ–საიტი “geosports.ge”
ჩატარების ადგილი და ვადები: თბილისი,ჭადრაკის სასახლე, 19.06-27.06.2009წ.
მონაწილენი: ტურნირებში მონაწილეობა შეუძლია ყველა მსურველს.
მონაწილეთა სატურნირო შესატანს,გზის,ბინისა და კვების ხარჯებს გაიღებენ მომავლინებელი ორგანიზაციები.
სისტემა და დროის კონტროლი: ტურნირი გაიმართება ფიდე–ს წესებით ,
შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად. თითოეულს 90წთ. მთელ პარტიაზე,
ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.
თაი–ბრეიქი: ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება :
ა) პროგრესი (რეგრესით);
ბ) ბუჰგოლცი;
გ) მოგებების რაოდენობა;
დ) პირადი შეხვედრა.
კვალიფიკაცია: ტურნირში დაითვლება ფიდე–ს რეიტინგი, საერთაშორისო ნორმატივები.
|