რუსეთის ფედერაციის ნეფთეიუგანსკის რაიონის სოფელ პოიკოვსკში 2 ივნისიდან სტარტს აიღებს და 13 ივნისამდე გასტანს რიგით მეათე საიუბილეო მსოფლიოს მე–12 ჩემპიონის,ლეგენდარული ანატოლი კარპოვის სახელობის მემორიალი.
პოიკოვსკი სტურნირი მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირად ითვლება და მასში მონაწილეობა ნებისმიერი მოჭადრაკისთვის სანატრელია.
წლევანდელ ტურნირში მიწვეულნი არიან:
1.ალექსანდრ შიროვი (ესპანეთი,2745)
2.ვუგარ გაშიმოვი (აზერბაიჯანი,2730)
3.სერგეი რუბლევსკი (რუსეთი,2702)
4.არკადი ნაიდიჩი (გერმანია,2700)
5.ვიორელ ბოლოგანი (მოლდავეთი,2690)
6.ალექსანდრ ონიშუკი (ამერიკა,2684)
7.ზახარ ეფიმენკო (უკრაინა,2682)
8.ალექსეი მოტილიოვი (რუსეთი,2677)
9.ერნესტო ინარკიევი (რუსეთი,2676)
10.ემილ სუტოვსკი (ისრაელი,2660)
ტურნირი ჩატარდებ აწრიული სისტემით 9 ტურად. სათამაშო დღეებია 3 –12 ივნისი (8 ივნისი–დასვენების დღეა). თამაშის დასაწყისი 13.00სთ. მოსკოვის დროით.
პოიკოვსკის გამარჯვებულები სხვადასხვა დროს იყვნენ:
2000,2001 წ. – ვიორელ ბოლოგანი (მოლდავეთი)
2002 – ალექსანდრ ონიშუკი (ამერიკა)
2003 – პიოტრ სვიდლერი (რუსეთი)
2004 – ალექსანდრ გრიშუკი (რუსეთი)
2005 – ეტიენ ბაქრო (საფრანგეთი)
2006 – ალექსანდრ შიროვი (ესპანეთი)
2007 – დმიტრი იაკოვენკო (რუსეთი)
2008 – სერგეი რუბლევსკი (რუსეთი).
აღსანიშნავია, რომ წლევანდელი ტურნირის მონაწილეები: ონიშუკი და ბოლოგანი ასპარეზობდნენ პოიკოვსკში აქამდე გამართულ ყველა ტურნირში.
ხოლო, რუბლევსკის მხოლოდ 2000 წელს გამართულ შეჯიბრში არ მიუღია მონაწილეობა.
|