ჭადრაკის ისტორიიდან
ჭადრაკი – სამაგიდო ლოგიკური თამაში, სინთეზი ხელოვნების, მეცნიერების და სპორტისა, ითვლებოდა მეფეების და არისტოკრატების თამაშად.
მისი წარმოშობის რამდენიმე ვერსია (ინდური, არაბული და სამხრეთ–აზიური) არსებობს.
ალ ბირუნი (ჰორემზელი მეცნიერი, ავტორი შრომებისა ისტორია, გეოგრაფია.ფილოლოგია, ასტრონომია, მათემატიკა, გეოდეზია და სხვა; მოღვაწეობდა X-XI საუკუნეში) თავის ნაშრომში ინდოეთი გვიამბობს უძველეს ყველა ჭადრაკის მოყვარულისთვის კარგად ნაცნობ ლეგენდაზე, რომელიც უკავშირდება ჭადრაკის შექმნას ვინმე ბრამინის მიერ.
არაუგვიანეს VI საუკუნისა ინდოეთის ჩრდილო–დასავლეთში გაჩნდა ჭადრაკის მონათესავე თამაში ჩატურანგა, რომელიც განსხვავდებოდა თანამედროვე ჭადრაკისგან. ამ თამაშში 2–ს მაგიერ 4 მოთამაშე იღებდა მონაწილეობას და სვლები კეთდებოდა კამათელის გაგორების მიხედვით.
თითოეულ მოთამაშეს განკარგულებაში 4 ფიგურა (ეტლი, მხედარი,კუ და მეფე) და 4 პაიკი იმყოფებოდა. მეფე და მხედარი მოძრაობდა როგორც დღევანდელ ჭადრაკში, ხოლო ეტლი და კუ გაცილებით სუსტები იყვნენ.ლაზიერი საერთოდ რ ჰყავდათ და გამარჯვებისთვის აუცილებელი იყო მეტოქის მთელი მხედრიონის განადგურება.
დაახლოებით VI-VII საუკუნეში ჩატურანგა გავრცელდა არაბეთშიც. სადაც, მან განიცადა ცვლილება: მოთამაშეთა რიცხვი შემცირდა ორამდე და თითოეულმა მიიღო ორი კომპლექტი ჩატურანგის ფიგურების, ერთი მეფე იქცა ლაზიერად(მოძრაობდა ერთ უჯრაზე დიაგონალურად), ხოლო კამათლები საერთოდ გააუქმეს და სვლების გაკეთება დაიწყეს მონაცვლეობით,
აღსანიშნავია რომ, მოგება ფიქსირდებოდა არამარტო მეტოქის ფიგურების განადგურების შემდგომ, რადგან გაჩნდა ცნება შამათი ,თუმცა მოგებულად ითვლებოდა მეფე და ერთი ფიგურა მეფის წინაამღდეგ პოზიციაც.
ცვლილება განიცადა თამაშის სახელწოდებამაც ; არაბებთან მას ეწოდებოდა შარრანჯი, სპარსელებთან – შატრანგი, ბურიატ–მონღოლებთან – შატარი ან ხიაშატარი. მოგვიანებით კი ტაჯიკებთან მიიღო სახელწოდება შახმატი შემდეგი თარგმანით: შაჰი დამარცხებულია
პირველად ჭადრაკი მოხსენიებულია დაახლოებით 550 წლისთვის. ხოლო 600 წელს – ჭადრაკი გხვდება სპარსულ ხელნაწერში „კარნამუკი
819 წელს ხოროსანში ხალიფა ალ მამუნის კარზე ჩატარდა ტურნირი იმ დროისათვის სამ უძლიერეს მოჭადრაკეს შორის: ჯაბირა ალ–კუფი,აბილჯაფარ ანსარი და ზაირაბ კატანი.
პირველი წიგნი ჭადრაკის შესახებ გამოვიდა IX საუკუნის შუა წლებში ვინმე ალ–ალის ავტორობით.
დროთა განმავლობაში ჩატურანგა გავრცელდა სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში. სადაც, რასაკვირველია განიცადა ცვლილება და გახდა საფუძველი ჩინური ჭადრაკის სიანცი რომლისგანაც, წარმოიშვა კორეული თამაში ჩანგი. ორივე თამაში საკმაოდ ორიგინალურია ვიზუალურად და შიანაარსითაც.განსხვავება არამარტო დაფის ზომებში გამოიხატება;ფიგურები განლაგდებიან არა დაფის უჯრებზე არამედ, ხაზების გადაკვეთაზე . ამ თამაშებში ფიგურებს გააჩნიათ მოძრაობის შეზღუდული სივრცე და ეგრეთწოდებული მხტუნავი ფიგურები (მხედარი, კუ) მხოლოდ ხაზებზე მოძრაობენ. მაგრამ, ჰყავთ განსხვავებული ფიგურა „ზარბაზანის“ ,სგავსი რომელსაც შეუძლია მეტოქის ფიგურის განადგურება მხოლოდ სხვა ფიგურაზე გადახტომით.
მოგვიანებით გავრცელებული იაპონური თამაში სიოგი რომლის წინამორბედად ითვლება სიანცი მიმსგავსებულია ევროპულს: დაფა უფრო მარტივია, ფიგურები ლაგდებიან უჯრებზე, დაფის ზომა 9X9. სიანცისგან განსხვავებით აქ ფიგურის გაცოცხლების საშუალებაც არსებობს. ძალიან ორიგინალურია თვითონ ფიგურის გაცოცხლების მომენტი. საკმარისია, ფიგურამ (ბრტყელ ქვაზე დახატული გამოსახულება) მიაღწიოს ბოლო 3 ხაზიდან ერთ–ერთს რომ, გადატრიალდება მორე მხარეს სადაც გაცოცხლებული ფიგურის გამოსახულებაა ამოტვიფრული.
ყველაზე საინტერესო თავისებურება სიოგში ერთი მოთამაშის მიერ მოკლული მეტოქის ფიგურის განლაგებაა საკუთარი სვლის დროს დაფის ნებისმიერ ადგილზე.
ამიტომ სათამაშო კომპლექტის ყველა ფიგურა ერთი ფერისაა და თუ რომელი მოთამაშის კუთვნილებაა ამას განლაგებით ხვდებიან.ვინაიდან, მოთამაშეები ფიგურებს ბასრი პირით მეტოქისკენ აწყობენ.
VIII-IX საუკუნეებში არაბების მიერ ესპანეთის დაპყრობისას შატრანჯი გავრცელდა ევროპაშიც(ესპანეთი,პორტუგალია,იტალია,საფრანგეთი).თამშმა მალე მოიპოვა პოპულაროაბ და XI საუკუნისთვის მას თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში თამაშობდნენ.
ევროპელმა მოთამაშეებამ დახვეწეს საჭადრაკო წესები და შატრანჯმაც დღევანდელი ჭადრაკის სახე მიიღო XV საუკუნისთვის.
იმდროინდელ ევროპულ ლიტერატურულ წყაროებშიჭადრაკი პირველად მოხსენიებულია 1160 წელს ეზროის მიერ შექმნილ პოემაში. 1223 წელითაა დათარიღებული პირველი საჭადრაკო ტრაქტატი – ალფონს X ბრძენის.
XVI საუკუნიდან ჭადრაკმა მიიღო შედარებით მასობრივი სახე. ჩამოყალიბდ ა ჭადრაკის მოყვარულთა საზოგადოებები, ტარდებოდა ტურნირები საზოგადოების ფართო ფენებისთვის.
|