5-18 მარტის ჩათვლით მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში გაიმართება ევროპის ვაჟთა ჩემპიონატი .
ტურნირში საუკეთესოს ტიტულისთვის და მსოფლიოს თასზე გამსვლელი 22 ადგილისთვის 35 ქვეყნის 310 მოჭადრაკე, მათ შორის 143 საერთაშორისო დიდოსტატი იბრძოლებს.
ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით 11 ტურად ტარდება.დროის კონტროლი 1 საათი და 30 წუთი 40 სვლაზე და 30 წუთი პარტიის ბოლომდე ყოველ სვლაზე 30 წამიანი დამატებით.
გამსვლელი და საპრიზო ადგილების გაყოფის შემთხვევაში ტურნირის დამთავრების შემდეგ, 18 მარტს დანიშნულია თაი–ბრეიქები.