მთავარი » 2010 » აპრილი » 12 » საქართველოს ჩემპიონატი 20 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის
21:08
საქართველოს ჩემპიონატი 20 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის
ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე საქართველოს 20 –წლიანების ჩემპიონატზე ჭაბუკთა შორის 5,5 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს დავით ლომსაძე. ნახევარი ქულით ნაკლები აქვს დავით ბენიძეს. მეშვიდე ტურში სწორედ მათი შეხვედრა იქნება გადამწყვეტი ჩემპიონის ტიტულისათვის ბრძოლაში. 4,5 ქულით III-IV ადგილებს ლუკა პაიჭაძე და ზვიად ფაცია ინაწილებენ.
გოგონებსაც ერთპიროვნული ლიდერი ჰყავთ მადონა ბოკუჩავას სახით. 4,5 ქულით II–Iv ადგილებს ინაწილებენ მარიამ დანელია, ნანი უნაფქოშვილი და სოფიკო გურამიშვილი.